07 ნოემბერი 2025, 08:12
რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა, გუშინ კვლავ სცადეს გზის გადაკეტვა, რისი შესაძლებლობაც სამართალდამცველებმა არ მისცეს
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა, გუშინ კვლავ სცადეს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა, რისი შესაძლებლობაც სამართალდამცველებმა არ მისცეს არასაკმარისი რაოდენობის გამო. ამის მიუხედავად, ერთ-ერთმა მოქალაქემ გზაზე გადასვლა მაინც სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა.
მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მსვლელობით კანცელარიის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც რამდენიმე წუთით დარჩნენ, შემდეგ კი კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა კანონდარღვევისთვის აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს.





