ნინო წილოსანი ალეკო ელისაშვილზე: ფაქტია, რომ როგორც ვირთხები ტოვებენ გემბანს - უკვე თავად უპირისპირდება თავის მოკავშირეებს, რომელთან ერთადაც დამხობას გვიპირებდა
პოლიტიკა

ნინო წილოსანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
უკვე თავად უპირისპირდება თავის მოკავშირეებს, რომელთან ერთადაც დამხობას გვიპირებდა. ასეთი განცხადებები ბევრი იქნება, განსაკუთრებით, ისეთი ორპირი ადამიანებისგან, როგორიც ალეკო ელისაშვილია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ელისაშვილის განცხადების კომენტირებისას.
„ფაქტია, რომ როგორც ვირთხები ტოვებენ გემბანს, ასევე ერთმანეთს ასწრებენ, ვინ დატოვებს იმ ჩაძირულ გემბანს. იმ პირობებში, როდესაც ყველაზე მავნებლური გეგმები არ გამოუვიდათ და „ლელო“ ერთ-ერთი შეფარული მონაწილე იყო რევოლუციური სცენარისა, ამას ყველა კარგად ვხედავდით, ამ პირობებში ახლა „ლელოს“ წევრები და ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ორპირობით გამორჩეული ალეკო ელისაშვილი ახლა უკვე სრულებით ცვლის თავის ნარატივს. საუბარი მაქვს იმაზე, რომ უკვე თავად უპირისპირდება თავის მოკავშირეებს, რომელთან ერთადაც დამხობას გვიპირებდა. ასეთი განცხადებები ბევრი იქნება, განსაკუთრებით, ისეთი ორპირი ადამიანებისგან, როგორიც ალეკო ელისაშვილია“, - განაცხადა წილოსანმა.
„ლელო- ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების ბოიკოტი რუსული სპეცოპერაცია იყო.




