05 ოქტომბერი 2025, 01:52
მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე დააკავეს
პოლიტიკა

ფოტო: ვიდეოკადრი
გაზიარება
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე დააკავეს.
მურთაზ ზოდელავამ ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ პრეზიდენტის სასახლის ეზოში პირველი შეიჭრა. როგორც ზოდელავამ განაცხადა, ის პირად მაგალითს აძლევდა მომიტინგეებს, რომლებსაც მოუწოდებდა, რომ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრილიყვნენ.





