ნინო ფოჩხუა: ამ არეულ მსოფლიოში, როცა ქვეყანას სწორი საგარეო პოლიტიკა უჭირავს, ეკონომიკაც წინ მიიწევს და ტურიზმიც ვითარდება - ამის მაგალითია ჩინეთიდან ტურისტების მატება ბოლო წლებში
პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა
ფოტო: Facebook
ამ არეულ მსოფლიოში, როცა ქვეყანას სწორი საგარეო პოლიტიკა უჭირავს, ეკონომიკაც წინ მიიწევს და ტურიზმიც ვითარდება, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა და აცხადებს, რომ 2026 წლის იანვარ-სექტემბრისპერიოდში საქართველომ ჩინეთიდან 23.6%-ით მეტ მგზავრს უმასპინძლა.
„ამ არეულ მსოფლიოში, როცა ქვეყანას სწორი საგარეო პოლიტიკა უჭირავს, ეკონომიკაც წინ მიიწევს და ტურიზმიც ვითარდება. ამის მაგალითია ჩინეთიდან ტურისტების მატება ბოლო წლებში. ეს კი შედეგია ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის, უვიზო რეჟიმისა და პირდაპირი ფრენების. 2026 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში ჩინეთიდან 119.081 მგზავრს უმასპინძლა ჩვენმა ქვეყანამ, რაც23.6%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან. მიუხედავად რეგიონული გამოწვევებისა ქვეყანა ვითარდება და წინ მიიწევს“, - წერს სოციალურ ქსელში ნინო ფოჩხუა. თქვენ გაგზავნეთ



