19 ნოემბერი 2017, 14:50
სინოპტიკოსები: 22 ნოემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება
პოლიტიკა

გაზიარება
სინოპტიკოსები 22 ნოემბრიდან საქართველოში ამინდის გაუარესებას ელოდებიან. ამინდის ცვალებადობას შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსული ცივი და ნოტიო ჰაერის მასები განაპირობებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა +10+15 გრადუსამდე დაეცემა. საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მაღალ მთაში - თოვლი.
სინპტიკოსების ვარაუდით 21 ნოემბერს უნაქლექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა დღის ბოლოდან, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასები დაიწყებს შემოსვლას, რომელიც მომდევნო დღეებში ამინდის გაუარესებას გამოიწვევს.





