04 ნოემბერი 2026, 20:53
გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის დოკუმენტი ხელისუფლების მიერ საშინაო პროცესებში ჩარევის მცდელობად ფასდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკა

ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
გაზიარება
2026 წლის გაფართოების ანგარიში ბრიუსელისგან, დოკუმენტი უცვლელი მოთხოვნებით და იდენტური გზავნილებით - ევროკომისიის გაფართოების ანგარიში წინა დოკუმენტისგან პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება.
გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის დოკუმენტი, რომელიც ქართულ სახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაციის გარეშე მომზადდა, ხელისუფლების მიერ საშინაო პროცესებში ჩარევის მცდელობად და ფაქტებს მოკლებულ პოლიტიკურ გზავნილად ფასდება. დოკუმენტში მოყვანილ პოლიტიკურ განცხადებებს, სახელისუფლებო პარტია კონკრეტულ ფაქტებს უპირისპირებს.





