თემურ თორდინავა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობიდან გადადგა
პოლიტიკა

თემურ თორდინავა
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ თანამდებობა დატოვა. როგორც თავად თორდინავამ imedinews-ს განუცხადა, მან 13 ნოემბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. რაც შეეხება იმას, დააკმაყოფილა თუ არა მერმა მისი განცხადება, თორდინავა ამბობს, რომ ეს პროცედურული საკითხია და გარკვეული დრო სჭირდება.
კითხვაზე, სად გააგრძელებს მუშაობს, თემურ თორდინავამ განაცხადა, რომ გარკვეული გეგმები აქვს, თუმცა ამაზე მოგვიანებით, უახლოეს დღეებში ისაუბრებს. ამასთან, მან თავი შეიკავა დაკონკრეტებისაგან, ისევ სახელმწიფო სამსახურში გააგრძელებს მუშაობას, თუ კერძო სექტორში.
„სადაც ქვეყანას დასჭირდება, მზად ვარ იქ გავაგრძელო მუშაობა,“- განაცხადა თორდინავამ.
თემურ თორდინავა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად 2014 წელს, დავით ნარმანიას თბილისის მერის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ დაინიშნა.





