საქართველო ტრამპის მრჩევლის გეგმებში
პოლიტიკა

ჰენრი კისინჯერი
26 დეკემბერს, გერმანულმა ტაბლოიდმა Bild გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპისთვის რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების გეგმას ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი მოამზადებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დიპლომატს ჩინეთის გაძლიერების ფონზე რუსეთთან მორიგება სწორ ნაბიჯად მიაჩნია. მისი აზრით აშშ-ს და რუსეთს შორის ბალანსი გლობალურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს.
Bild წერს, რომ ეყრდნობა დასავლური სპეცსამსახურების მიერ ტრამპის გუნდისგან მოპოვებული მონაცემების ანალიზს და ამტკიცებს, რომ კისინჯერი ტრამპისთვის რამდენიმე რეკომენდაციას ამზადებს, ესენია, რუსეთისთვის სანქციების მოხსნა, ასევე უკრინაზე, ბელარუსზე, ყაზახეთსა და საქართველოზე რუსეთის გავლენის სფეროს უფლების აღიარება. გამოცემა წერს, რომ იგეგმება უკრაინის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავება, რომლის თანახმად მოსკოვმა ამ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის უსაფრთხოების გარანტიები უნდა გასცეს, სანაცვლოდ კი დასავლეთი მხოლოდ ფორმალურად აღიარებს ყირიმის ნახევარკუნძულს უკრინის ნაწილად, არაოფიციალურად კი მასზე უფლებას რუსეთს მიანიჭებს.
93 წლის დიპლომატი არაერთხელ შეხვედრია რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. დეკემბერში მან განაცხადა, რომ პუტინი დოსტოევსკის პერსონაჟს აგონებს და ფიქრობს, რომ ის რუსული ინტერესების პრაგმატული მთვლელია.
ჰენრი კისინჯერი პრეზიდენტების ნიქსონის და ფორდის ადმინისტრაციების სახელმწიფო მდივანი იყო; ემხრობოდა აშშ-ს და საბჭოთა კავშირს შორის "განტვირთვის" პოლიტიკას; 1973 წელს მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.





