15 ივლისი 2024, 09:27
პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ამნისტიის შესახებ კანონპროექტი მიმდინარე კვირაში რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით გავა
პოლიტიკა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გაზიარება
პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, მიმდინარე კვირაში რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით გავა.
კანონპროექტის მნიშვნელობაზე საუბრობენ მმართველ პარტიაში. მათი განცხადებით, კანონპროექტის მიზანი ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება და პატიმართა რაოდენობის შემცირებაა.
ცნობისთვის, პროექტი საერთო ჯამში, 300-მდე მუხლს მოიცავს. დეპუტატები მესამე მოსმენით მას საშემოდგომო სესიის დროს მიიღებენ.





