27 ოქტომბერი 2017, 15:40
გიორგი ალიბეგაშვილი ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარედ დაინიშნა
პოლიტიკა

გიორგი ალიბეგაშვილი
გაზიარება
საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას თბილისის საკრებულოს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დაიკავებს.
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. 2013-დან დღემდე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეა.





