თინა ბოკუჩავა: ჩვენი ამოცანაა, ბრიუსელმა დაინახოს, რომ არსებობს ხელისუფლების ალტერნატივა, რომელიც ოქტომბრის ბოლოს ხელისუფლებაში მოვა
პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენი ამოცანაა, ბრიუსელმა დაინახოს, რომ არსებობს ხელისუფლების ალტერნატივა, პროდასავლური პარტიათა კოალიციურ ალტერნატივა, რომელიც მოვა ხელისუფლებაში ოქტომბრის ბოლოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ზეწოლა შეუძლია მოიტანოს მხოლოდ კოორდინაციას, ერთიან პოზიციას. იმედი მაქვს, ამ თვალსაზრისით შედეგს გამოიღებს პრეზიდენტის ძალისხმევა, რომ ოპოზიციურ ველზე არსებობდეს ერთიანი ხედვა, მათ შორის იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ დაინახოს, ივანიშვილის პარტიის პირობებში არც დათქმები შესრულდება, არც მოლაპარაკებები გაიხსნება ევროკავშირთან და ვერც ვერასდროს შევა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში. მეორე ამოცანა არის, ქართველ ხალხთან ერთად, ბრიუსელმა დაინახოს ალტერნატივა, ბრიუსელმა დაინახოს, რომ არსებობს ხელისუფლების, ივანიშვილის პარტიის ალტერნატივა. ეს არის პროდასავლურ პარტიათა კოალიციური ალტერნატივა, რომელიც მოვა ხელისუფლებაში ოქტომბრის ბოლოს, მყისიერად გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან და ჩვენი ქვეყანა გაწევრიანდება ევროკავშირში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ





