ნინო არღვლიანი
კობახიძე: პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერა ტექნიკური პროცესია
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: ნინო არღვლიანი
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის ხელმოწერა სამი მოსმენით მიღებულ დოკუმენტზე მხოლოდ ტექნიკური პროეცესია.
"ეს არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი და იმედი მაქვს პრაგმატულ გადაწტვეყილებას მიიღებს , თუ არ მოაწერს ხელს, ამით არაფერი არ იცვლება რადგან ასეთ შემთხვევაში დოკუმენტს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს. მას აქვს სუბიექტური მიკერძოებული მიდგომა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ის თავიდანვე დაუპირისპირდა საკონსტიტუციო კომისიას და პარლამენტს და პრაგმატულად არ უდგება საკონსტიტუციო ცვლილებებს"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს 18 საათზე გიორგი მარგველაშვილ საგანგებო განცხადებას გააკეთებს. არსებული ინფორმაციით ის სწორედ ცვლილებების პროექტზე ისაუბრებს.
13 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ კონსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვეტო დაძლია. ოპოზიციამ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობა არ მიიღო.
პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს ვეტო 9 ოქტომბერს დაადო და მოტივირებული შენიშვნებით საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნა.
მანამდე, გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის საკითხებზე სასაუბროდ ოპოზიციას შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა და 20-მა ოპოზიციურმა პარტიამ ე.წ. 5 პუნქტიანი დოკუმენტი შეცვალეს და 4 ახალ პუნქტზეშეთანხმდნენ.
ვენეციის კომისიამ პლენარულ სხდომაზე საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნა 6 ოქტომბერს დაამტკიცა.
26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო.





