დაკავება პენსიების დაუფლების ფაქტზე
პოლიტიკა
დიდი ოდენობით საპენსიო თანხების თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სპეციალისტები დააკავეს.
ბრალდებულებმა პენსიის აღდგენის თაობაზე განაცხადი იმ პენსიონერების სახელით შეავსეს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ან გარდაცვლილები იყვნენ, თუმცა სააგენტოს ბაზაში აქტიურად ფიქსირდებოდნენ და პენსიის ჩარიცხვა შეჩერებული ჰქონდათ. დაამზადეს ყალბი მინდობილობებიც.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საერთო ჯამში, 115 985,5 ლარს დაეუფლნენ.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები თანამონაწილე პირთა გამოვლენა-დადგენის მიზნით.





