ირმა ებრალიძე
2016 წელს საქართველოში ყველაზე მეტი წყვილი განქორწინდა
პოლიტიკა

შემცირებული რეგისტრირებული ქორწინების ფონზე განქორწინების რაოდენობა იზრდება. კერძოდ საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს(25 101) 4056 ნაკლები ქორწინება დაფიქსირდა, ვიდრე 2015 წელს (29 157 ).
აქედან 2015 წელს საქალაქო დასახლებაში 17 127-მა წყვილმა, ხოლო სასოფლო დასახლებაში 12 030-მა გააფორმა ქორწინება. 2016 წელს კი საქალაქო დასახლებაში, რეგისტრირებულ ქორწინებათა რაოდენობა 14 961 იყო, სასოფლო დასახლებაში კი 10 140.
თბილისში 2015 წელს 8 249-მა წყვილმა დაარეგისტრირა ქორწინება. 2016 წელს კი, რეგიტრირებულ ქორწინებათა რაოდენობამ 7 304 შეადგინა.
რაც შეეხება განქორწინებას, 2016 წელს განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს 9 539 წყვილი განქორწინდა, აქედან 6 565 საქალაქო დასახლებაში 6 565 (68.8%), ხოლო 2 974 (31,2%) სასოფლო დასახლებაში.





