12 ოქტომბერი 2017, 12:37
დიტო ყირიმლიშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა
პოლიტიკა

ზვიად ქორიძე
ფოტო: დიტო ყირიმლიშვილი
გაზიარება
საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა. მისი თქმით, ერთ თვეში კომისიამ სულ 1 604 მსჯავრდებულის საქმე განიხილა.
"226 პირია შეწყალებული, მათ შორის 13 ქალი და 2 არასრულწლოვანია. 141 ადამიანი დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. აღსანიშნავია, რომ შეწყალებულთა შორის ერთს უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მან 18 წელი მოიხადა და რამდენიმე წელში დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას,"- განაცხადა ზვაიდ ქორიძემ.





