გივი დავითაშვილი: რუსეთ-საქართველოს შორის პირველი ფრენა 17 მაისს შესრულდება
პოლიტიკა

გივი დავითაშვილი
ფოტო: Georgian Airways
რუსეთ-საქართველოს შორის პირველი ფრენა 17 მაისს შესრულდება, - ამის შესახებ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფროსმა, გივი დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, არცერთი სანქცირებულია ავიაკომპანია ვერ განახორციელებს ფრენას საქართველოში.
„ამ დროის მონაცემებით 5 ავიაკომპანიის განაცხადია შემოსული რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესრულების მოთხოვნით. მათ შორისაა ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი. ჩვენ გავაანალიზეთ ყველა იმ ქვეყნის მაგალითი, რომელშიც რუსეთის ფედერაციის ავიაკომპანიები ახორციელებენ ფრენებს და შესაბამისად, პარალელურ რეჟიმში აღნიშნული ავიაკომპანიებიც ახდენენ რუსეთში ოპერირებას და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს იმას გულისხმობს, რომ არცერთი ავიაკომპანია, რომელიც სანქცირებულია ევროპის ქვეყნების შავის სიის მიხედვით, არცერთი საჰაერო ხომალდი, რომელსაც მწარმოებლის მიერ მხარდაჭერა შეწყვეტილი აქვს, არ იფრენს საქართველოს მიმართულებით. ფრენის შესრულებასთან დაკავშირებით განაცხადის წარმოდგენას შესაბამისი კრიტერიუმები აქვს და ავიაკომპანია, რომელიც სურვილს გამოთქვამს ოპერირებასთან დაკავშირებით, ამ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. როგორც მოგახსენეთ, უკვე 5 ავიაკომპანიის განცხადებაა შემოსული, საიდანაც ერთის შემოწმება უკვე დასრულებულია და ეს გახლავთ Azimuth Airlines-ი, რომელიც 17 მაისიდან შეძლებს ფრენების შესრულებას. აღნიშნული ნებართვა დღეს გაიცა საქართველოს სამოქალაქო საავიაციო სააგენტოს მხრიდან და ფრენები დაიწყება 17 მაისიდან“,- განაცხადა გივი დავითაშვილმა.





