ზაჰესის ხიდის ნაწილი ისევ ჩაინგრა
პოლიტიკა

ზაჰესის ხიდი
ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის მონაკვეთი ჩაინგრა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ინციდენტის სავარაუდო მიზეზი დატბორვა გახდა. როგორც ცნობილია, გზაზე წყლის მილი დაზიანდა და ერთ მონაკვეთზე გზის ჩანგრევა ამან გამოიწვია.
ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის ნაწილის ჩანგრევასთან ერთად, სავარაუდოდ, წყლის 1000-მილიმეტრიანი მილიც დაზიანდა. როგორც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციების მართვის დირექტორმა მამუკა კიკალიშვილმა განაცხადა, ადგილზე მათი კომპანიის ბრიგადები იმყოფებიან.
ხიდთან საპატრულო ეკიპაჟიცაა მობილიზებული.
ზაჰესის ხიდი 28 ივნისსაც ჩაინგრა, მაშინ ხიდი მარცხენა ფლიგელი დაზიანდა.
გლდანის რაიონში ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოები მარტში დასრულდა. ახალი ხიდი 50-წლიანი საექსპლუატაციო ვადით აშენდა.



