25 დეკემბერი 2016, 00:20
2030.news
მამა გიორგი ცნობილაძე საკუთარი სახლის ავტოფარეხთან დაჭრეს
პოლიტიკა

ფოტო მარიამ შავგულიძის
გაზიარება
მამა გიორგი ცნობილაძეს წყნეთის ქუჩაზე თავისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხთან ესროლეს. არსებული ინფორმაციით, ჭრილობები სიცოცხლისთვის საშიში არ არის. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაჭრის ფაქტს ადასტურებს და განმარტავს, რომ გამოძიება უკვე დაწყებულია, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 236-ე და 118-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





