ნანა ქაჯაია
შუახევის სკოლის მასწავლებელი პარტიებთან კავშირს უარყოფს
პოლიტიკა

მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად
ფოტო: facebook
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინა დარჩიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე განმარტებას აკეთებს.
ფოტოზე მოსწავლეები დარჩიძესთან ერთად "ქართული ოცნების" დროშებით არიან გამოსახულნი. მარიან დარჩიძე აცხადებს, რომ ფოტოს გადაღება მოსწავლეებმა სთხოვეს და დროშებიც მათ მიიტანეს სკოლაში.
"ვერ მოვიფიქრე, რომ ეს აგიტაციად ჩამეთვლებოდა, თორემ არ გადავუღებდი. მე არასდროს არცერთ პარტიაში არ ვყოფილვარ", - უთხრა imedinews-ს მარინა დარჩიძემ.
სკოლის დირექტორის - ოთარ დავითაძის თქმით, მომხდარის შესახებ დისციპლინური კომისია უკვე ინფორმირებულია.




