დავით ნარმანია: 3 წლის განმავლობაში თბილისში ათასი ხეც არ იქნება მოჭრილი
პოლიტიკა

დავით ნარმანია
თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისში ხეების ჭრასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისი მერობის განმავლობაში "ათასი ხეც არ იქნება მოჭრილი". ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
"თუმცა რამდენიმე შემთხვევას ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. ჩვენ გვიწევდა გარკვეული რაციონალური არჩევანის გაკეთება ეკონომიკურ განვითარებასა და ეკოლოგიას შორის, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მწვანე საფარს ვინარჩუნებდით. ძალიან ბევრ დეველოპერს ვუთხარით უარი იქ, სადაც ბევრი საღი ხის მოჭრა იყო დაგეგმილი. ასევე, გვაქვს ისეთი შემთხვევებიც, როცა დეველოპერებს ადგილები მოვუნაცვლეთ, რათა შეგვენარჩუნებინა მწვანე სივრცე. წინასაარჩევნო დაპირება წითელი ხაზების დადგენასთან დაკავშირებით ეხებოდა ვაკის პარკსა და დიღმის ტყე-პარკს, რაც შესრულებულია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
იანვრის დასაწყისში „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ ჩაატარა კვლევა, რომელიც თბილისში 2016 წელოს ხეების მოჭრის სტატისტიკას ეხება. დოკუმენტის მიხედვით, 2016 წელს დაზიანებული ხეების ჭრა გაიზარდა და არ არსებობს მექანიზმი,რომელიც ზუსტად დაადგენს, არის თუ არა ხე დაზიანებული.
მონაცემების მიხდვით, 2015 წელს 1 088 ხე მოიჭრა, მათგან 111 დაზიანებული იყო. 2016 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით ნებართვის საფუძველზე 709 მოჭრილი ხიდან 500-ს დაზიანებულის სტატუსი ჰქონდა. 2016 წელს ხეების მოჭრაზე გაცემული ნებართვების 30 პროცენტი მშენებლობაზე მოდის.
თბილისის ამჟამინდელმა მერი დავით ნარმანია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობაზე, წინასაარჩევნოდ თბილისის მოსახლეობას ქალაქში მილიონი ხის დარგვას დაპირდა.





