www.imedi.ge
„ლელო“ მედიის გადასახადებისგან 3 წლით გათავისუფლების ინიციატივით გამოდის
პოლიტიკა

ფოტო: ლელო
„ლელო-საქართველოსთვის“ მედიის გადასახადებისგან სამი წლით გათავისუფლების ინიციატივით გამოდის. პარტიაში განმარტავენ, რომ ეს შეთავაზება რამდენიმე ფაქტორს ემყარება, კერძოდ კოვიდპანდემიით შექმნილ პრობლემებს და სარეკლამო შემოსავლების შემცირებას.
„ლელოს“ წევრი საბა ბუაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ინიციატივა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრემიერმა სათამაშო ბიზნესში ახალი რეგულაციები დააანონსა, რომლის მიხედვითაც აზარტული თამაშების რეკლამა აიკრძალება.
„ლელოს“ ინიციატივას მმართველ გუნდში სპეკულაციურს უწოდებენ და აკრიტიკებენ.
პრემიერის ინიციატივით, მთავრობა ონლაინ კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებას აპირებს. ინიციატივა სამ კომპონენტს მოიცავს - ასაკობრივი ზღვრის აწევას 25 წლამდე, რეკლამის აკრძალვასა და ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდას.





