სოფიკო ბერიძე
მაიკ პენსი ხვალ 4 ოპოზიციური პარტიის ლიდერს შეხვდება
პოლიტიკა

მაიკ პენსი
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ხვალ ოთხი ოპოზიციური პარტიის ხელძღვანელს შეხვდება. შეხვედრის ორგანიზატორი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოა.
ასევე საელჩომ გადაწყვიტა თუ რომელი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვდებიან მაიკ პენსს. პენსთან აუდიენციაზე მიწვეულები არიან "ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია, "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე შალვა შავგულიძე და "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი.
პოლიტიკურ პარტიებს უკვე განსაზღვული აქვთ საკუთარი დღის წესრიგი. პოლიტიკოსები გეგმავენ, რომ ისაუბრონ საქართველოს შიდა და საგარეო გამოწვევებზე, დემოკრატიასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და არაფორმალურ მმართველობაზე. დავით უსუფაშვილმა და სალომე სამადაშვილმა სასაუბრო თემები უკვე გაასაჯაროეს.
აუდიენცია ხვალ 07:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მერიოტში" დაიწყება.




