მარიამ პაკაცოშვილი
წელს უცხოეთში სწავლის შესაძლებლობა 200-ზე მეტ ქართველ სტუდენტს მიეცემა
პოლიტიკა

განათლების საერთაშორისო ცენტრი
ფოტო: მარიამ პაკაცოშვილი
განათლების საერთაშორისო ცენტრის სამაგისტრო, სადოქტორო, სახელოვნებო, უნგრული და ფრანგული სასტიპენდიო კონკურსების შედეგები ცნობილია.
წელს უცხოეთში სწავლის შესაძლებლობა 200-ზე მეტ სტუდენტს მიეცემა. 100-ზე მეტი სტუდენტი სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსდება. 20-მდე სტუდენტი საფრანგეთისა და საქართველოს ხელშეკრულების სასტიპენდიო პროგრამით,12 სტუდენტი ამერიკა-საქართველოს ფულბრაითის პროგრამის დაფინანსებით, ხოლო 80 სტუდენტი უნგრეთის გაცვლით პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.
სასტიპენდიო პროგრამების ამოცანაა საუნივერსიტეტო სივრცეში კურსდამთავრებულთა ინტეგრირების ხელშეწყობა აკადემიური მოღვაწეობისა და საუნივერსიტეტო სწავლებაში მონაწილეობისთვის. გრანტი სტუდენტებზე კონკურსის წესით გაიცემა. გადაწყვეტილების მიმღები ორგანო კი საკონკურსო კომისიაა, რომელშიც არასამთავრობო სექტორის, საჯარო უწყებების, პარტნიორი საელჩოების წარმომადგენლები შედიან.
წელს შერჩეული ბენეფიციარები აშშ-ის, უნგრეთის, საფრანგეთის,დიდი ბრიტანეთის, შვედეთის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლიან.





