26 ივლისი 2017, 15:24
შენობის დემონტაჟისას გარდაცვლილის ოჯახი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს
პოლიტიკა

გაზიარება
დღეს დიდუბეში შენობის დემონტაჟისას გარდაცვლილი ნუკრი სალიას ოჯახის წევრები ხელისუფლებისა და სამშენებლო კომპანიისგან დახმარებას ითხოვენ.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ოჯახის რჩენის მიზნით, სალია უკვე მერვე წელია თბილისში სხვადასზვა ობიექტებზე მუშაობდა. გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ მათ გარდაცვლილის ზუგდიდში გადასვენების თანხაც არ გააჩნიათ.
40 წლის ნუკრი სალია დღეს დიდუბეში მდებარე შენობის დემონტაჟისას გარდაიცვალა. მას ფეხმძიმე მეუღლე და სამი შვილი დარჩა.





