ნინო არღვლიანი
მესამე სექტორი თვითმმართველობის კანონზე პრეზიდენტის ვეტოს ელოდება
პოლიტიკა

თვითმმართველობის კანონთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ხარვეზებზე საუბრობენ და პრეზიდენტისგან ვეტოს ელოდებიან.
„თავადად პროცესი კანონის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. ზოგადად დემოკატია გულისხმობს მეტ დეცენტრალიზაციას. როცა არ მომხდარა რეფორმის შეფასება და ამ ფონზე უცებ იცვლება კურსი და ნაცვლად დეცენტრალიზაციისა, ვიღებთ თვითმართველი ქალაქების შემცირებას, ეს არის გაუგებარი. ვერ მოვისმინეთ მყარი არგუმენტები, რატომ უნდა წავიდეთ ახლა ამ გზით, როცა სამი წლის წინ სულ სხვა გზით დაიწყო სიარული და ის სწორი და გამართული რეფორმა იყო. ამიტომ მნიშვნელოვანი პრეზიდენტმა გამოიყენოს ვეტოს უფლება“, - განაცხადა საიას ხელმძევანელმა ანა ნაცვლიშვილმა.
30 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც პარლამენტისგან თვითმმართველი ქალაქების სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შესახებ დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, პრეზიდენტსაც მიმართეს და სთხოვეს, ხელი არ მოაწეროს კანონპროექტს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ.
ოპოზიციური სპექტრი თვითმართველობის კოდექსთან დაკავშირებით, არასამთავრობოების პოზიციას იზიარებს „ევროპულ საქართველოს“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რესპუბლიკურ პარტიას“ მიაჩნია, რომ გიორგი მარგველაშვილმა კანონს ხელი არ უნდა მოაწეროს.
"თვითმმართველობის შესახებ კანონში“ცვლილებების შესახებ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება, რომელიც მმართველმა გუნდმა მიიღო, უკვე საკანონმდებლო მაცნეშიც გამოქვეყნდა.





