არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკურ პარტიებს კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრა, დაასრულონ სახელმწიფოს გამოცდა
პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკურ პარტიებს კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ, რომ დაასრულონ სახელმწიფოს გამოცდა, თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაცია საზღვარგარეთ და ჩვენი საზოგადოების დაყოფის მცდელობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებას დაყოფა არ სურს, ამაზე მეტყველებს ის, რომ მათი მხარდაჭერების უდიდესი ნაწილიც კი არ გამოდის ქუჩაში.
„პოლიტიკურ პარტიებს კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ, რომ დაასრულონ სახელმწიფოს გამოცდა, თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაცია საზღვარგარეთ და ჩვენი საზოგადოების დაყოფის მცდელობა.
საზოგადოებას დაყოფა არ სურს, ამაზე მეტყველებს ის, რომ მათი მხარდაჭერების უდიდესი ნაწილიც კი არ გამოდის ქუჩაში. დღეს კონსოლიდაციისა და გაერთიანების დროა, რომლის საშუალებაც გუშინ ჩვენ გვქონდა, თუმცა ოპოზიციამ ეს შანსი ხელიდან გაუშვა. თუმცა, გარწმუნებთ, რომ ხელისუფლება ყველანაირ ნაბიჯს გადადგამს, რომელიც კიდევ უფრო გააერთიანებს ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





