ინაშვილი: რუსეთის სათათბიროში შეხვედრას გარდამტეხი შედეგები მოჰყვა
პოლიტიკა

“პატრიოტთა ალიანსის“ წევრებისგან შემდგარი დელეგაცია რუსეთის სათათბიროს დეპუტატებს უკვე შეხვდა. ამ შეხვედრის შესახებ ირმა ინაშვილი განცხადებას ავრცელებს.
“სკეპტიკოსების საყურადღებოდ ვწერ. ჩვენი ქვეყნისთვის უსერიოზულესი... შეიძლება ითქვას, გარდამტეხი შედეგები მოჰყვა "საქართველოს პატრიოტების" დელეგაციის პირველ შეხვედრას რუსეთის სათათბიროში. დეტალებზე ერთ საათში გააკეთებენ კომენტარს დელეგაციის წევრები. ვისაც თვალი აქვს, დაინახავს. ვისაც ყური აქვს, მოისმენს. ვისაც ქართული გული აქვს, გაიხარებს.“ - წერს ინაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ამასობაში კი რუსული მედიით ვრცელდება ინფორმაცია ამ შეხვედრის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც რუსული მედიის ცნობით კი, დუმაში საქართველოსთან ურთიერთობის აღსადგენად ჯგუფი შეიქმნება.
რუსეთის სათათბიროში ჩასული ქართული დელეგაციის წევრები არიან ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე.





