23 თებერვალი 2021, 16:00
ბათუმში, ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
პოლიტიკა

ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე
გაზიარება
ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებენ ბათუმშიც. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები აჭარის მთავრობის სახლის წინ შეიკრიბნენ.
პარალელურ რეჟიმში აჭარის მთავრობის სახლთან უკვე რამდენიმე თვეა, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. პოლიტპარტიების ლიდერების განცხადებით, ნიკა მელია პოლიტპატიმარია და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.





