23 თებერვალი 2021, 15:42
მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეო კადრი
გაზიარება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ოპოზიციურ პარტიების ლიდერების განცხადებით, მათ ხელისუფლების მიმართ ორი მოთხოვნა აქვთ: ნიკა მელიას გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.
პოლიტიკურ ლიდერებს შეუერთდნენ აქტივისტებიც. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან მას შემდეგ დაინიშნა, რაც სასამართლო განჩინების საფუძველზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.





