06 ივლისი 2017, 17:56
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს "გაზპრომი" გაზით მოამარაგებს
პოლიტიკა

გაზიარება
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და "გაზპრომი" სექტემბერში ხელს, რესპუბლიკის გაზიფიცირებას მოაწერენ ხელს. ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ინვესტიციები 2,5 მილიარდი რუბლით შეფასდა.
"ჩვენ შევთანხმდით იმის თაობაზე, რომ სამხრეთ ოსეთის გაზიფიცირება აუცილებელია, ამიტომ მომზადდება ყველა დოკუმენტი და სექტემბერში "გაზპრომთან" ხელს მოვაწერთ. მომავალ წელს კი, რესპუბლიკა გაზით მომარაგდება", - განაცხადა ბიბილოვმა.
ამ დროისთვის, სამხრეთ ოსეთში გაზიფიცირებულია ქალაქი ცხინვალი. ოკუპირებულ რესპუბლიკას გაზი ძუარიკაუ-ცხინვალის მაგისტრალური გაზსადენით მიეწოდება.





