სოფიკო ბერიძე
პრეზიდენტს თვითმმართველობის კოდექსზე ვეტოს ოპოზიციური პარტიებიც სთხოვენ
პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი
ოპოზიციური სპექტრი თვითმართველობის კოდექსთან დაკავშირებით, არასამთავრობოების პოზიციას იზიარებს „ევროპულ საქართველოს“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რესპუბლიკურ პარტიას“ მიაჩნია, რომ გიორგი მარგველაშვილმა კანონს ხელი არ უნდა მოაწეროს.
„რესპუბლიკელები“ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით თვითმმართველობის გაუქმებას. ამ გაუქმებას შემთხვევით არ ვამბობ. ცვლილებები, რომელსაც ქართული ოცნება ახორციელებს გაუქმების ტოლფასია, იმიტომ რომ ეს ცენტრალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია და არა თვითმმართველობების გაძლიერებისკენ“, - აცხადებს, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თამარ კორძაია.
მესამე სექტორმა პრეზიდენტს ვეტოს გამოყენება უკვე სთხოვა, პარალელურად ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
12-დან 7 ქალაქი თვითმმართველი სტატუსის გარეშე დარჩა.





