მაია ბითაძე: „ქართული ოცნების" გეგმა საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 12%–ს დაცულ ტერიტორიად გადააქცევს
პოლიტიკა

მაია ბითაძე
ფოტო: Imedi.ge
გეგმა, რომელიც „ქართულ ოცნებას" აქვს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მთელი ტერიტორიის დაახლოებით 12%–ს დაცულ ტერიტორიად გადააქცევს. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ „ქართული ოცნება" არის პირველი ხელისუფლება, რომელმაც ამ საკითხების აქტუალიზაცია მოახდინა და იმ ვალდებულებების, რაც საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი აქვს გარემოს დაცვის მიმართულებით, – პრაქტიკაში განხორციელება დაიწყო, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის წევრმა, მაია ბითაძემ რუსთავში, 2020 წლის საარჩევნო პროგრამის გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„იმისთვის, რომ გარემოსდაცვითი ევროპული სტანდარტები უფრო ეფექტიანი გავხადოთ 2024–წლისთვის, მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება" ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის გაკეთებას გეგმავს, აუცილებელია გაძლიერდეს ის მიმართულებები, რასაც ზოგადად გარემოსდაცვითი მმართველობა მოიცავს. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ცნობიერების ამაღლება, დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება და ამ კუთხით განათლების მიმართულება. მთელ ამ სისტემაში. როდესაც ცნობიერების ამაღლებაზე ვსაუბრობთ, მომავალ თაობებზე ორიენტირებული განათლების სისტემა, სადაც გარემოს დაცვა ერთ–ერთი პრიორიტეტია, უკვე დაწყებული პროცესია და სწორედ „ქართულმა ოცნებამ" დაიწყო ეს პროცესი და მომდევნო წლების განმავლობაში დაახლოებით 250 000–ზე მეტი მოსწავლე იქნება გადამზადებული და ინტეგრირებული სასწავლო დონის ყველა საფეხურზე გარემოსდაცვით საკითხები, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საერთოდ სხვა ხედვის მომავალი თაობა გვეყოლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ მიმართულებისთვის ისევე, როგორც პედაგოგებისა და დასაქმებულ პირთა გადამზადება, რა კუთხითაც მასშტაბური პროექტები იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში. საბოლოო ჯამში, ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოქალაქეები აქტიურად ჩაერთონ გარემოს დაცვის მიმართულებით, თუნდაც - ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების“ - განაცხადა მაია ბითაძემ.





