ნინო ვაშაკიძე
„ქართული ოცნება“ ბოლნისში ჟურნალისტის მიმართ მუქარის ფაქტს გამორიცხავს
პოლიტიკა

ფოტო: ნინო ვაშაკიძე
„ქართული ოცნების“ ადგილობრივ შტაბში ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში მომხდარ ინციდენტს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ჟურნალისტის მიმართ რაიმე სახის მუქარას ადგილი არ ჰქონია.
კახა ოქრიაშვილი მხარდამჭერებთან ერთად საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ღონისძიებას „ქართული ოცნების“ შტაბიდან 40 მეტრის მოშორებით მართავდა, რამაც შტაბის წევრების უკმაყოფილება გამოიწვია. „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ჯეიჰუნ მუჰამედ ალიმ ისინი თვალთვალში დაადანაშაულა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. დაპირისპირება ადგილობრივებს შორის კახა ოქრიაშვილის „ქართული ოცნებიდან“ „ნაცმოძრაობაში“ დაბრუნებამ გამოიწვია.
შემთხვევა ბოლნისის რაიონში 16 სექტემბერს მოხდა.




