ნათია თურნავა „ქართული ოცნების“ ოცეულზე: ეს არის საოცნებო გუნდი
პოლიტიკა

ნათია თურნავა
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ძალიან მაგარი შემადგენლობა და ძალიან მაგარი გუნდი წარვადგინეთ დღეს. აქ ძალიან კარგად არის ერთმანეთთან შეზავებული გამოცდილება, ეფექტიანობა, წარსული წარმატება და უკვე ნაკეთები საქმეები მოსახლეობაზე ზრუნვით და ასევე ახალგაზრდა სახეები, ახალგაზრდა ენთუზიაზმი, ენერგია და ეს არის წარმატების ფორმულა და გამარჯვების გარანტი, - ამის შესახებ მმართველი გუნდის საარჩევნო ოცეულის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა განუცხადა.
ნათია თურნავას თქმით, ეს არის საოცნებო გუნდი ანუ „დრიმ-თიმი“, რომელშიც ძლიერი ეკონომისტებიც არიან.
„მათ შორის არიან ჩვენი სამინისტროს სისტემის 2 შესანიშნავი ახალგაზრდა: მარიამ ქვრივიშილი და მარიამ ლაშხი, მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ორივე ძლიერი მენეჯერი და კარგი ეკონომისტია“,- განაცხადა ნათია თურნავამ.




