ბერა ივანიშვილი რეპერებს სოლიდარობას უცხადებს
პოლიტიკა

ფოტო: Facebook
ბერა ივანიშვილი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიას და მიშა მგალობლიშვილს Facebook-ზე სოლიდარობას უცხადებს.
"თქვენთან ვარ ბიჭებო!", - წერს ივანიშვილი სოციალურ ქსელში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით Birja Mafia-ს წევრებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
რეპერების დაკავებას პროტესტი მოჰყვა. მხარდამჭერი აქციები გაიმართა თბილისში, ზუგდიდში და ბათუმში. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გიორგი ქებურიას და მიშა მგალობლიშვილს პოლიციამ ნარკოტიკი ჩაუდო, რომ მათ იმ ვიდეორგოლის გამო სჯიან სადაც პოლიციელებს აშარჟებენ.
პროტესტს დღეს Facebook-ზე პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა და პარლამენტს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მუშაობის დაჩქარება სთხოვა.
მანამდე, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომ ქებურიას და მგალობლიშვილის დაკავების გარმოებებს გამოიძიებს.




