1-ლი ივლისიდან ევროკავშირი საქართველოსა და კიდევ 13 ქვეყანას საზღვრებს გაუხსნის
პოლიტიკა

ფოტო: Twitter
ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე პირველი ივლისიდან შესვლა შეეძლებათ.
14 ქვეყანას შორის, რომელთა მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ, საქართველოც არის.
ევროკავშირის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული სია ყოველ ორ კვირაში გადაიხედება და გარემოებების მიხედვით განახლდება.
სიაში შემდეგი ქვეყნები მოხვდნენ: საქართველო, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, სერბეთი, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, რუანდა, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი.
რაც შეეხება ჩინეთს, ევროკავშირი საზღვარს იმ პირობით გახსნის, თუ ჩინეთიც ასევე გაუხსნის საზღვარს ევროკავშირის მოქალაქეებს.





