გიორგი ლომია: რატომ სხედან პატრულის თანამშრომლები წინა სავარძელზე, ისინი ხომ ერთად არ ცხოვრობენ?
პოლიტიკა

გიორგი ლომია
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
რატომ შეიძლება, რომ ავტომობილის უკანა სავარძელზე ორი ადამიანი იჯდეს და წინაზე - არა? პატრულის თანამშრომლები ერთად არ ცხოვრობენ, მაგრამ წინა სავარძელზე სხედან, - ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ განაცხადა
„მე თავს არ მივცემ უფლებას, რომ დღეს მთავრობა გავაკრიტიკო, პირიქით, მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ. ჩემმა კოლეგებმა თქვეს, რომ პატრული ავტომობილის მგზავრების ნათესაური კავშირების გარკვევას ვერ დაიწყებს, მაგრამ ეს არცაა საჭირო. მე სხვა თემას მინდა შევეხო. რატომ შეიძლება, რომ ავტომობილის უკანა სავარძელზე ორი ადამიანი იჯდეს და წინაზე - არა? პატრულის თანამშრომლები ერთად არ ცხოვრობენ, მაგრამ წინა სავარძელზე სხედან. ეს ხომ ელემენტარულია? გარდა ამისა, აღარ ვსაუბრობ იმაზე, თუ რატომ არ შეიძლება, გაიხსნას სილამაზის სალონები და სხვა მცირე ბიზნესი, თუ ისინიც შესაბამის რეგულაციებს დაიცავენ“, - განაცხადა ლომიამ.




