საქართველოს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია
პოლიტიკა

სტეფ ბლოკი
ფოტო: Twitter/არქივი
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი ეწვია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს ორმხრივი ვიზიტი 10-წლიანი პაუზის შემდეგ შედგა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. განიხილავენ, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ბლოკი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანხლებით, სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან ჩავა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.





