ნინო წილოსანი: პარიზში 2 000-მდე დემონსტრანტია დაკავებული, თუმცა ჩვენს შემთხვევაში რამდენიმე ათეული ყველაზე აგრესიული დემონსტრანტის დაკავებაზეც ანტიდემოკრატიულობაზე ალაპარაკდნენ ევროპელი ლიდერები
პოლიტიკა

ნინო წილოსანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბური არეულობებისა და ანტისამთავრობო აქციების ფონზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ორმაგ სტანდარტებზე ისაუბრა.
„გულდაწყვეტით შემიძლია გავიხსენო ჩვენი პარტნიორებისა და მათი ლიდერებს მუქარები და თითის ქნევა, როდესაც საქართველოში ზუსტად ასე დაორგანიზებული, აგრესიული დემონსტრანტები შეტევას ახორციელებდნენ სახელმწიფო უწყებებზე, პარლამენტის გადაწვას ცდილობდნენ და ზიანს აყენებდნენ საქართველოს. რა თქმა უნდა ეს ორმაგი სტანდარტია. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ მაგალითად, პარიზის შემთხვევაში 2 000-მდე დემონსტრანტია დაკავებული, თუმცა ჩვენს შემთხვევაში რამდენიმე ათეული ყველაზე აგრესიული დემონსტრანტის დაკავებაზეც ანტიდემოკრატიულობაზე ალაპარაკდნენ ევროპელი ლიდერები“, - განაცხადა წილოსანმა.





