ბათუმის მერიამ მეჩეთის მშენებლობაზე უარი თქვა
პოლიტიკა

მუსლიმი თემი საპროტესტო აქციებს აანონსებს. მიზეზი - ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე მერიის უარია. შესაბამისი წერილი "მუსლიმთა კავშირმა" დღეს მიიღო. გიორგი ერმაკოვის ბრძანება კი, 2017 წლის 5 მაისითაა დათარიღებული.
გენერალ აბაშიძის ქუჩაზე მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი მერიამ იმ მოტივით დაასაბუთა, რომ ტერიტორია მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა. მერია მიიჩნევს, რომ განაშენიანება დომინირებული საცხოვრებელი სახლების მშენებლობით უნდა გაგრძელდეს, რომ მეჩეთს განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა სჭირდება.
მერიის უარს სასამართლოში გაასაჩივრებენ და ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაუგზავნიან.
მუსლიმ თემს ტერიტორია უკვე შეძენილი აქვს.




