თედო ჯაფარიძე აშშ-ში ვიზიტით იმყოფება
პოლიტიკა

თედო ჯაფარიძე.რიჩარდ ლუგარი
საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან, სტივენ ჰედლისთან, ბრუკინგსის ინსტიტუტის პრეზიდენტთან, სტრობ ტელბოტთან, ლუგარის ცენტრის პრეზიდენტთან, სენატორ რიჩარდ ლუგართან და American Enterprise Institute-ის უფროს მკვლევართან, ჯონ ბოლტონთან.
შეხვედრებზე საუბარი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსადმი ამერიკის დამოკიდებულებას, რეგიონულ უსაფრთხოებასა და საქართველოს მიერ რეფორმების გზაზე მიღწეულ პროგრესს შეეხო.





