„სირცხვილია“: პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას ვიღებთ
პოლიტიკა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მოძრაობა "სირცხვილიას" განცხადებით, პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებენ. ამის შესახებ განცხადება მოძრაობამ Facebook-ზე გაავრცელა ჰეშთეგით #სისტემაყარს.
ცოტა ხნის წინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გარკვეული ნივთიერება დაასხეს. სუნის გამო ჟურნალისტებს თავის ტკივილი დაეწყოთ, ერთი დეპუტატი კი ცუდად გახდა. პარლამენტში ექსპერტკრიმინალისტებიც მივიდნენ.
როგორც უმრავლესობის წევრები ამბობენ, ნივთიერება დარბაზში "ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა, ირმა ნადირაშვილმა და ლელა ქებურიამ დაასხეს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. როგორც ირაკლი კობახიძემ პლენარულ სესიაზე განაცხადა, სხდომათა დარბაზში ორი დეპუტატი შევიდა და გარკვეული ნივთიერება დარბაზში დაასხა. ამის გამო, კობახიძემ შესვენების გამოცხადება მოითხოვა.
საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უნდა უყარონ დღეს.
მანამდე იურიდიულმა კომიტეტმა 20-კაციანი სიიდან რეკომენდაცია 14 კანდიდატს გაუწია, მათ შორის მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს.
კენჭისყრის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ კანდიდატურა მოხსნა, თუმცა პროცედურების მიხედვით ზაზა თავაძეს კენჭი ფორმალურად მაინც უყარეს. ირკვევა, რომ დაამტკიცებენ არა ცხრამეტს, არამედ იმდენს, რამდენიც უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის ამ ეტაპზე აუცილებელია.





