ევროპული საქართველო მხარდამჭერებს პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა

დავით ბაქრაძე
ფოტო: IMEDI
"ევროპული საქართველო" მხარდამჭერებს 19:00 საათისთვის პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ბაქრაძემ განაცხადა, ეს აქცია არა პოლიტიკური, არამედ პარტიების დასაცავად იქნება.
"დღეს 7-ზე ყველანი მივდივართ პარლამენტის წინ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი ცხოვრება, არჩევანი, ჩვენი უფლება, რომ უარი ვუთხრათ ქართულ ოცნებას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ მონაწილეები პარლამენტთან აქციას მართავენ. მათი თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი პარტიების, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის", მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდებს, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტის ჩაგდება გააპროტესტონ. ირმა ინაშვილის თქმით, "ახლა აღარ არის გარჩევის დრო, ესა და ის პარტია, ყველამ უნდა გააერთიანოს ძალები".
პარლამენტში პროპორციულის ჩაგდებასთან დაკავშირებით Facebook-ლაივის დროს მიხეილ სააკაშვილმაც ილაპარაკა და თქვა, რომ "23 ნოემბერი მოდის და ხალხი უნდა დაირაზმოს". შეფასებები გააკეთა ევროპულმა საქართველომ და ნაციონალურმა მოძრაობამაც.
პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. 101 დეპუტატი მომხრე, 3 კი წინააღმდეგი იყო. უკვე ცნობილია, ვინ დაუჭირა და არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.




