პრემიერი ატოცში მავთულხლართების გავლებაზე: გავერკვევით და გიპასუხებთ
პოლიტიკა

გიორგი გახარია
ფოტო: არქივი
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გავლების პროცესს გამოეხმაურა.
„წყნარად, მშვიდად. ინფორმაცია გვექნება და გიპასუხებთ. დღეს, მთელი დღე ვართ გორში და კიდევ შევხვდებით. გავერკვევით და გიპასუხებთ”, - აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მანამდე ატოცში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც გაკეთდა.
„რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ამჟამად, ისინი უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - განაცხადეს უწყებაში.





