19 ოქტომბერი 2019, 11:40
ოკუპანტებმა ატოცში მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს
პოლიტიკა

ატოცი
ფოტო: არქივი
გაზიარება
ატოცში ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება. ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი გაახლეს. ამის შესახებ ინფორმაცია Imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთხოების პრესსამსახურში დაუდასტურეს.
„რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.
ამჟამად, ისინი უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - აცხადებენ სუსში.





