ჭიათურელი მაღაროელები ტყიბულელ მეშახტეებს შეუერთდნენ
პოლიტიკა

ჭიათურელი მაღაროელები
ფოტო: ქეთი გრიგორაშვილი
ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქციას ჭიათურელი მაღაროელები შეუერთდნენ. ისინი მეშახტეებს სოლიდარობას უცხადებენ და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ.
კომპანია „საქნახშირთან“ წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ტყიბულელი მეშახტეები მეორე დღეა აქციას მართავენ. პროტესტის მიზეზი დაგვიანებული ანაზღაურებაა. დასაქმებულებს ხელფასი 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანია „საქნახშირმა“ ისინი თანხის გარეშე დატოვა. კომპანია ამის მიზეზად მძიმე ფინანსურ მდგომარეობას ასახელებს.
„საქნახშირის“ გენერალური დირექტორის ჯამბულ ჯაყელის განცხადებით, მეშახტეების სახელფასო დავალიანება დაახლოებით 6-7 დღეში დაიფარება.





