„რუსთავი 2“ მაუწყებლობას 23 სექტემბრიდან დაიწყებს
პოლიტიკა

რუსთავი 2
ფოტო: არქივი
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ განახლებული ეთერით მაუწყებლობას 23 სექტემბრიდან დაიწყებს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი პაატა სალია აღნიშნავს, ორშაბათს ეთერში „კურიერის“ გარდა დილის გადაცემაც გავა.
18 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა არხის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.
20 აგვისტოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. 21 აგვისტოს გადაცემა „PS“-ის გუნდმა „რუსთავი 2“ დატოვა, მანამდე კი ტელევიზია „კურიერის“ ჟურნალისტებმაც დატოვეს. 17 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამიამ ახალი არხი დააფუძნა.





