მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ეს არის პოლიტიკური დაკვეთის შესრულება, რომ არაფერი კარგი არ უნდა ითქვას საქართველოს შესახებ და მაქსიმალურად ისე უნდა იყოს ყველაფერი წარმოჩენილი, რომ კონტექსტი იყოს უკეთეს შემთხვევაში ნეიტრალური ან, რა თქმა უნდა, ნეგატიური
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი
საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცემაში „იმედი LIVE“ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე ილაპარაკა, სადაც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებასა და ასევე დემოკრატიულ უკუსვლაზეა ლაპარაკი.
მისი თქმით, ანგარიშში ზუსტად ახმიანებს ბრიუსელის პოზიციას, რომ არაფერი არ უნდა იყოს საქართველოზე პოზიტიურ ჭრილში ნათქვამი.
„ეს არის პოლიტიკური დაკვეთის შესრულება, რომ არაფერი კარგი არ უნდა ითქვას საქართველოს შესახებ და მაქსიმალურად ისე უნდა იყოს ყველაფერი წარმოჩენილი, რომ კონტექსტი იყოს უკეთეს შემთხვევაში ნეიტრალური ან, რა თქმა უნდა, ნეგატიური. ეს არის ის, რისი გადმოცემაც ამ ანგარიში სურდა ევროპულ მხარეს. სამწუხაროა ეს და ნამდვილად არ იძლევა ობიექტურ სურათს.
მითუმეტეს, როდესაც ამ ანგარიშს შემდგომში ეყრდნობიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც არის პასუხისმგებლობა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავად ევროპის და ევროკავშირს წინაშე და თუკი ეს პასუხისმგებლობა ეფუძნება ამგვარად მომზადებულ მასალას და ანგარიშებს, რა თქმა უნდა, თავისთავად კითხვის ნიშანები ჩნდება ამ გადაწყვეტილებების სისწორესთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, სიმართლის გარკვევის სურვილი და მზადყოფნა რომ იყოს, ევროკავშირი მარტივად დაინახავდა იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს და რომელიც ევროპული ინსტიტუტების კვლევებში რიცხობრივად არის გამოხატული.





