გიორგი ხუხია
„თავისუფლების მარშის“ მონაწილეების მსვლელობა დაიწყო
პოლიტიკა

ფოტო: მანჩი გაბელია
აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის გავლით თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილდებიან. მსვლელობას, რომელიც "თავისუფლების მარშის" სახელით იმართება, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მხარდამჭერებიც შეუერთდნენ, რომლებიც ფილარმონიის მიმდებარედ იყვნენ შეკრებილები. მსვლელობაში სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც მონაწილეობენ.
მომიტინგეებს მაისურები აცვიათ წარწერით "გახარია წადი", ასევე უჭირაცთ ამავე შინაარსის პლაკატები. აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე რამდენიმე წუთით შეჩერდებიან და შემდეგ კვლავ პარლამენტის წინ გააგრძელებენ პროტესტს.
უკვე 10 დღეა ისინი შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.
20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.
20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.





