ნინო ჩაჩანიძე
ახმეტელის მეტროსთან გარემოვაჭრეები დახლების აღებას აპროტესტებენ
პოლიტიკა

აქცია ახმეტელის მეტროსთან
ფოტო: ნინო ჩაჩანიძე
ახმეტელის მეტროსთან გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი თბილისის მერიის მიერ გარევაჭრობისთვის განკუთვნილი დახლების აღებას აპროტესტებენ.
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ მათთვის მერიამ ალტერნატიული ფართები გამოჰყო, თუმცა მოვაჭრეები ამის წინააღმდეგნი არიან, რადგან დახლებისთვის 50 ლარის გადახდა მოუწევთ.
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა მეტრო "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის უნებართვო კონსტრუქციები აიღეს. მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, შეეწყვიტათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა.
გლდანის ერთ-ერთ ბაზრობას 80-მდე მოვაჭრემ უკვე მიმართა. ადმინისტრაციას 120-ზე მეტი ადგილის შეთავაზება შეუძლია.





